კასრისწყალში სკოლა და საბავშვო ბაღი გატეხეს

გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლის შენობა გატეხეს, სადაც ასევე საბავშვო ბაღია განთავსებული. დაუდგენელმა პირებმა შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

სკოლის დირექტორის განცხადებით, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.

მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობეს.