ოთხი ათასამდე პირს ჩაუტარდა დღეს სამედიცინო შემოწმება ბოლნისშიც. ექიმები ადგილობრივების მოგზაურობის ისტორიას იკვლევენ, ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ. ამ დროისათვის საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ერთი პირია გადაყვანილი. მისი ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
34 პირი ბოლნისში საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული წესების დარღვევისათვის დააჯარიმეს. გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი ბოლნისიდან ბოლო ინფორმაციით.