ემოციურად ჩაიარა ამერიკის კონგრესში გამართულმა დღევანდელმა მოსმენამ.
პოლიციის ოფიცრებმა კანონმდებლებს პირველი ჩვენებები მისცეს და 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შტურმი გაიხსენეს. ექვსი თვის წინანდელი მოვლენების შესასწავლად დემოკრატების მიერ შექმნილი სპეციალური კომიტეტის წინაშე სამართალდამცავების გამოსვლა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, ნაწილმა ცრემლებიც ვერ შეიკავა. დღეს გამოკითხული პოლიციელების მთავარი მოთხოვნაა, რომ შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები მკაცრად დაისაჯონ. მოსმენის დროს დარბაზში მხოლოდ ორი რესპუბლიკელი დეპუტატი იჯდა, დანარჩენები ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ.
6 იანვარს კაპიტოლიუმზე ექსპრეზიდენტ ტრამპის მომხრეთა შტურმი მსხვერპლით და ათეულობით ადამიანის დაშავებით დასრულდა.