შუალედური არჩევნები აშშ-ში

არჩევნები, რომელმაც ამერიკის კონგრესში ძალთა ბალანსი უნდა განსაზღვროს.

ამერიკელი ამომრჩეველი დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრებს და სენატის 35 წევრს ირჩევს. შუალედური არჩევნების შედეგი გადაწყვეტს, „დემოკრატები“ საკანონმდებლო ორგანოზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თუ უმრავლესობას დაკარგავენ. ასეთ შემთხვევაში კი დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში ბაიდენის პოლიტიკური გეგმების ბოლომდე მიყვანა და კანონ-პროექტების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

თავის მხრივ, ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და ამომრჩეველს კონგრესის და თეთრი სახლის დაბრუნების პირობას აძლევს ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ერთ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებას აანონსებს.