შუალედური არჩევნები აშშ-ში

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, „რესპუბლიკელებს“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ხმა სჭირდებათ. წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატებს წარმომადგენელთა პალატაში 217 მანდატი აქვთ, „დემოკრატებს“ კი 205. უმრავლესობის მოსაპოვებლად კონგრესის ქვედა პალატაში 218 ხმის მოპოვებაა საჭირო. თუ „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ, მაშინ ნენსი პელოსს თავმჯდომარის პოსტზე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი შეცვლის. გარდიანის ცნობით, ამ თანამდებობის დასაკავებლად კევინ მაკარტი იბრძვის. ამასთან ერთად, კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლის მოპოვებით, „რესპუბლიკელებს“ შეეძლებათ აშშ-ის პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცებას წინააღმდეგობა გაუწიონ.