სასულიერო პირები მზად არიან, კანაფის წარმოებასთან დაკავშირებული პროექტის შემუშავებაში ჩაერთონ, განცხადება ამის შესახებ სამღვდელოების ნაწილმა საკრებულოს შენობასთან გააკეთა.
თავისუფლების მოედანზე სასულიერო პირები მრევლთან ერთად სამების საკათედრო ტაძრიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხის ხმა გაითვალისწინა და მისთვის გაუგებარია, აქამდე რატომ მოხდა პროექტის შემუშავება საჯარო განხილვების გარეშე.
სასულიერო პირები ასევე განმარტავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში დარგის სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ.