კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ისევ პოლიტიკური დაპირისპირების თემაა. თუმცა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტში ცვლილებები არ იგეგმება.

დოკუმენტი გუშინ იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს. უკრაინაში მიღებული კანონის ქართული ანალოგით ჩნდება ოთხი კრიტერიუმი, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი ოლიგარქად იქნება მიჩნეული. მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მედიაზე გავლენა. პროექტი მომდევნო კვირას სესიაზე პირველი მოსმენით გადის, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობას არ ერგება.

მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი ევროპული სტრუქტურებიდან მოწონებულია.