მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის ორ წამყვან ქვეყანაში.
დაკავებულია საქართველოს 50-მდე მოქალაქე. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. ოპერაციის ჩატარებაში საფრანგეთის და იტალიის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, ინტერპოლი და ქართველი ატაშეებიც იყვნენ ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საცხოვრებელ სახლებს ერთი და იმავე ხელწერით ძარცვავდნენ, მოპარულ თანხას საქართველოსა და უკრაინაში აგზავნიდნენ, რის შემდეგაც ფულს სხვადასხვა მეთოდით უკან იღებდნენ და ბიზნეს-საქმიანობას იწყებდნენ.
სპეცოპერაცია სახელწოდებით „კანონიერი ქურდი“, – თეონა ხუბულავა დეტალებით.