ტრანსნაციონალური დანაშაული

მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ხუთი და საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხინებდნენ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.