პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყება. რეგულაციის შესახებ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კანონის აღსრულების მექანიზმები და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. დისკუსიას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მიზანი კი მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კერძო სექტორის მობილიზებაა.