კანონი აკვაკულტურის შესახებ 

საქართველოში თევზის წარმოების გასააქტიურებლად პარლამენტი ახალ რეგულაციებზე მუშაობს.

კანონპროექტი ზღვის პრუდუქტების მოპოვება-გადამუშავების ხელშეწყობას, თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას და თევზის ახალი სახეობების მოძიება-შემოყვანას გულისხმობს. დაგეგმილია თევზჭერის საკანონმდებლო სივრცეში მოქცევაც. სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის საკითხი დღის წესრგში მას შემდეგ დადგა, რაც საკმარისი რესურსების მიუხედავად, ქვეყანა მაინც იმპორტირებულ თევზზეა დამოკიდებული. თუმცა, ქვეყანას თევზის ექსპორტირება ევროკავშირის ბაზრებზეც შეუძლია.

დარგის სპეციალისტებს პროექტის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვთ.