კანდიდატის წარდგენა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“.

ბაჩუკი ნაროუშვილი ცაიშელებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ წარუდგინეს. კანდიდატის განცხადებით, ბრძოლა მას არათანაბარ პირობებში უწევს, თუმცა გამარჯვების შემდეგ ის კურორტის აღდგენის საკითხს გაუწევს ლობირებას.

ცაიშში შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება.