„ქართულმა ოცნებამ“ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები წარადგინა.
გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გიორგი სოსიაშვილი, ხოლო გურჯაანის მერის პოზიციაზე გიორგი მაჭავარიანი იყრიან კენჭს. საზოგადოებას ისინი პარტიის თავმჯდომარემ გააცნო.
შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.