პარტია „თავისუფალი საქართველო“ მედიკამენტების ფასების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს.
აქციის ფარგლებში, კახა კუკავამ წნევის მარეგულირებელი ერთ-ერთი პრეპარატი გოდერძიშვილების ოჯახს პირადად გადასცა. გერა გოდერძიშვილმა მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში უფრო დაბალ ფასში შეიძინა, ვიდრე ის ბაზარზე არსებულ აფთიაქებში იყიდება.
შეგახსენებთ, პარტიის ინიციატივა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს.