საზეიმო რიტუალითა და წეს-ჩვეულებით, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, გურიაში კალანდობას ხვდებიან.
რამდენიმე საათში, სანამ საახალწლო სუფრაზე ტრადიციულ კერძებს მიიტანენ, ჯერ მფერხავს, ანუ მეკვლეს მასპინძელი ეზოში დახვდება. ალილოს ერთად იმღერებენ და ერთმანეთს კალანდობას სწორედ ასე მიულოცავენ.