„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, როსტომ ცარციძე ზემო იმერეთის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
კუკავას განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და პოლიტიკოსების დაპირებების ჩამონათვალი იზრდება. თუმცა მოსახლეობამ არა დაპირებებს, არამედ პოლიტიკოსთა მიერ განვლილ გზას უნდა გადახედოს. „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გარდამტეხი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.