„ქართული ოცნების“ კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ტყემალაძე ამჯერად წყნეთში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მან სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა,  რაიონის განვითარების შესახებ ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა და თქვა, რომ პრიორიტეტული საკითხები სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა განისაზღვროს.

დატოვე კომენტარი