„ევროპული საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა – გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. გიგა ბოკერიამ, გორში გუნდის წარდგენისას, მცოცავი ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, რის გამოც, ადგილობრივები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან.