კახა კუკავა იუსტიციის მინისტრსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს
პატიმართა რაოდენობის შესახებ ერთმანეთისგან გამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს თავისუფალი საქართველო. პარტიის ლიდერი კახა კუკავა უწყებებს პატიმრების გადათვლას და რაოდენობის დაზუსტებას სთხოვს. კუკავას განცხადებით, თეა წულუკიანმა ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ატიმრების რაოდენობა 20 000-ის ფარგლებში მერყეობს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 9 334-ს შეადგენს.