კახა კუკავა იუსტიციის მინისტრსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს

15:22, 13.12.2017

პატიმართა რაოდენობის შესახებ ერთმანეთისგან გამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს თავისუფალი საქართველო. პარტიის ლიდერი კახა კუკავა უწყებებს პატიმრების გადათვლას და რაოდენობის დაზუსტებას სთხოვს. კუკავას განცხადებით, თეა წულუკიანმა ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ატიმრების რაოდენობა 20 000-ის ფარგლებში მერყეობს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 9 334-ს შეადგენს.

მსგავსი