ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიებად 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის ქვეყნის დატოვების შეზღუდვაზეც.
გამოძიება კახა დამენიას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.