კაცხის სვეტთან სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული გალავნის რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება 10-ტონიანი წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც წყლის მიწოდება მოხდება, როგორც იქ მაცხოვრებელი ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის მოსახლეობისთვისაც.
პროექტის ფარგლებში აშენდება მომსახურების შენობა და გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა.