ჯვართამაღლება

დღეს ჯვართამაღლებაა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება უწმინდესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. წირვის შემდეგ კი პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. გადაიხადა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ჯვართამაღლების დღესასწაულთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა მასშტაბური ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს. ფერწერული ნამუშევარი 25-მდე მხატვრის მიერ 2 საათის განმავლობაში იქმნებოდა. ტილოზე სიმბოლურად აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარია გამოსახული, სადაც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, მეფე ბაგრატ მესამეა დაკრძალული.