სასამართლო პროცესი საავადმყოფოში.
ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის სწორედ გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. გირაოზე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. „ქართული ოცნების“ ბრალდებულ დეპუტატს სასამართლო განხილვების დასრულებამდე ასევე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია.
საქმეში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატისთვის შეფარდებული გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიებებს.
საკრებულოს დეპუტატი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. საკრებულოს თანამშრომელი მას სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს. გამოძიებამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.