აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, წლებია აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი თქმით, ყოველდღე ირღვევა ადამიანის უფლებები. ჯემალ გამახარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების შესახებ საერთაშორსო ორგანიზაციების მიერ არაერთი რეზოლუცია მომზადდა, მათ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ აფხაზეთის მთავრობა საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით, რუსეთის, როგორც ოკუპანტის წინააღმდეგ ჰააგის ევროპულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, სარჩელი 2020 წლის მეორე ნახევარში მომზადდება.