ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულთა საქმე ორ ნაწილად გაიყოფა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, მისი ეპიზოდის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემა მოითხოვა, მეორე კი, წინააღმდეგია. დღევანდელ სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელა მოსამართლემ და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ორ თანამშრომელს, ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტებით, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

მოამბე