„ჯარის ბანაკი“

ერთი დღე „ჯარის ბანაკში“.

სკოლის მოსწავლეებისთვის დაწყებულ პროექტში უკვე მესამე ნაკადი ჩაერთო. სექტემბრამდე 800-მდე მოსწავლეს საშუალება ექნება, რომ სერჟანტთა აკადემიაში სამხედრო საქმიანობას გაეცნოს და ვეტერანებს შეხვდეს. საზაფხულო ბანაკისთვის მომზადებული სპეციალური სასწავლო პროგრამა სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა საველე სავარჯიშოები, საცეცხლე მომზადება, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულთა ევაკუაციის დავალებების შესრულება. რვა ნაკადად დაყოფილი ჯგუფები ბანაკში თითო-თითო კვირას გაატარებენ.

კოჯორში დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.