სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა

12:25, 25.03.2023

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა. სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიულოცეს. მოგვიანებით კი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადაეცათ.

 

მსგავსი