იანვრიდან ყველა შენობას და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევს.
ძალაში შედის ოთხი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით შენობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე უნდა იყოს ადაპტირებული.
პანდუსების მოწყობის გარდა იგულისხმება ლიფტების აღჭურვა, ასევე, სავაჭრო ცენტრებში დაბალი დახლების მოწყობა. სხვა შემთხვევაში ობიექტების მფლობელებს ჯარიმებს დააკისრებენ.
„მოამბე“ დაინტერესდა, არიან თუ არა სხვადასხვა ობიექტის მესაკუთრეები ახალი სტანდარტების გარშემო ინფორმირებულები და დაიწყო თუ არა მოსამზადებელი სამუშაოები.