უთანხმოების საგანი ხდება ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი კანონპროექტი.
საუბარია კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც კლინიკების შემოწმების სტანდარტების გამკაცრებას გულისხმობს. მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრეტენზიები აქვთ, ოპოზიციის გარდა კითხვები უჩნდებათ მმართველი გუნდის დეპუტატებსაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს რომან კაკულიას საყვედურების მოსმენა მოუხდა.
აზრთა სხვადასხვაობის გამო პროქტის განხილვა გადაიდო.