აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდაცვალების საქმე სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნებათ.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ექიმების გადაცდომაზე მიუთითებს და უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს. საუბარია 2017 წლის იანვარში კურორტ გოდერძიზე თხილამურით სრიალის დროს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც თემურ გაბაიძემ თავის ტრავმა მიიღო. საქმის შესწავლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პუნქტის, ხულოს ჰოსპიტალის და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. დოკუმენტში პაციენტის მკურნალობის დროს გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი, რის გამოც დასკვნის ავტორები სამი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
„ევექსი“, რომელსაც ბათუმის და ხულოს საავადმყოფოები ეკუთვნის, ამ ეტაპზე დუმს.