ცვლილებები ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში 

„ევექსის“ კლინიკების გაერთიანება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მომსახურებების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას სავარაუდოდ ხვალ მიაწვდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება „ევექსმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც კერძო კლინიკებმა საყოველთო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის გარკვეულ მომსახურებებზე ერთიანი ტარიფების დაწესება გააპროტესტეს. თემაზე გასულ კვირაში სამინისტროში კლინიკების წარმომადგენლებსა და მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრაც გაიმართა, სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაძლოა ერთიანი ტარიფები გადაიხედოს, თუ კლინიკები სამინისტროს წარმუდგენენ კონკრეტულ, არგუმენტირებულ ხარჯთაღიცხვას. „ევექსის“ კლინიკების მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ სამინისტროსთნ კონსტრუქციული დიალოგის შედეგად დადგება კონკრეტული შედეგი.