ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ იქნება შესაძლებელი

დღეიდან ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასოდ  იქნება შესაძლებელი. ვაქცინა უკვე ყველა რაიონულ ცენტრში დარიგდა, გარდა ამისა, უფასოდ აცრიან ორსულებს “ევექსის” კლინიკებშიც. ორსულის აცრა გრიპზე სასურველია, ხოლო წითელაზე არ შეიძლება.

ბოლო მონაცემებით,  გრიპის ვირუსი მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა, როგორც ცენტრში აცხადებენ, რისკი კვლავ არსებობს. რაც შეეხება წითელას – საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემიური აფეთქებაა, თუმცა, მოსახლეობის მიმართვიანობა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო აცრებზე იზრდება.