ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს,“ – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სააგენტომ ჯამში 11 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. ადგილზეა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოამბე