სახალხო დამცველის განცხადება და გამოხმაურება

ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე მედიას განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სახალხო დამცველის განცხადებით, ივნისიდან სოციალურ მუშაკებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება შეუფერხებლად ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ნინო ლომჯარია პანსიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მათ შორის საგამოძიებო უწყებების მხრიდან გულგრილობაზე.

ომბუდსმენის განცხადებით, პანსიონში ამ დრომდე რჩება ერთი შშმ ბავშვი, რომლის ადგილზე ყოფნაც, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელია. ამასთან, პანსიონის ბენეფიციარ ორ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რისი საშუალებაც მათ ამ დრომდე არ მისცემიათ. ომბუდსმენის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პანსიონში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, პანსიონის სოცმუშაკს ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად არ იმოქმედეს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ შშმ პირი პანსიონში იმყოფება, თუმცა მასთან ერთად დაწესებულებაში მისი ორი დედმამიშვილია და ის ადგილზე ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე რჩება.