სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში

12:35, 13.12.2022

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ  წლის საქმიანობა შეაჯამა. სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნასა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებები. ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც მერი მაღლაფერიძემ ხაზი გაუსვა, ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებაა.

მსგავსი