ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დასარიგებლად საჭიროა ოთხი მილიარდ 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ჯერ არც ერთი ვაქცინა არ შეუქმნიათ ისე სწრაფად, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუმცა, ახლა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა, რომელიც მოსახლეობისთვის ვაქცინის თანაბრად განაწილებას გულისხმობს. მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში ვაქცინისა და სხვა საშუალებების დარიგებას დამატებითი დაფინანსება სჭირდება.