კელი დეგნანი საქართველოში „კოვიდ-19“-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით შეწუხებულია. განცხადება აშშ-ის ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან საუბარი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ვაქცინაციის პროცესში არსებულ პრობლემებსა და მწვანე პასპორტის შემოღების საკითხებს შეეხო.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეხვედრაზე ამ მიმართულებით ამერიკის გამოცდილებაზე ისაუბრეს და განიხილეს ის შესაძლო წინააღმდეგობები, რაც მწვანე საშვის ამოქმედებას შესაძლოა მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან მოჰყვეს.