სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება, „ფორმა 100“. სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.
მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.