ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავადობის გავრცელების მაჩვენებელი და სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობა, რასაც სამინისტროში დადებითად აფასებენ.

ამ დროისთვის გრიპის ვირუსით 9 000 ადამიანია დაავადებული. აქედან 49 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.