გრიპის ვირუსი და მთავრობის გადაწყვეტილება

H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

ლეტალურად დასრულდა კიდევ სამი შემთხვევა. მათ შორის ორი მამაკაცის დაღუპვის მიზეზად გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა, 61 მამაკაცის შემთხვევაში კი ანალიზის პასუხს ჯერ ისევ ელიან.

ბოლო მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე დაავადებამ ქვეყანაში 15 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ H1N1-ის გავრცელების დინამიკა იკლებს, ამ ფონზე იზრდება დაავადებულთა ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი.

გართულების და ავადობის შემცირების მიზნით, დღეიდან ვირუსის სამკურნალო ერთადერთი პრეპერატი, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. წამლის მისაღებად მხოლოდ ექიმის დანიშნულებაა საჭირო. მოქალაქეებს თანხის გადახდა არც გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის შემთხვევაში მოუწევთ.

კლების ტენდენციის მიუხედავად, დაავადებათა კოტროლის ცენტრი იანვრის ბოლოს და თებერვალში ვირუსის გავრცელების მორიგ პიკს არ გამორიცხავს.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.