„ტამიფლუს“ ახალი მარაგი

დღეიდან რეგიონების სააფთიაქო ქსელებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში „ტამიფლუს“ ახალ მარაგს შეიტანენ.

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები პრეპარატს ფორმა ნომერი 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე მიიღებენ. ამ დროისათვის H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 16 შემთხვევაა გამოვლენილი. სტატისტიკის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.