ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, სახვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო, აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო.