ჯამალ ხაშოგის საქმე

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულო ჯამალ ხაშოგის ნაცვლად, მისმა ორეულმა დატოვა.

ფაქტს სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები მოწმობს. მასალას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ერ-რიადის“ კრიტიკოსი, ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ის საუდის არაბეთიდან ჩასულმა სპეცდანიშნულების 15-კაციანმა რაზმმა საკონსულოში აწამა. მისი სხეული კი დაანაწევრა და გადამალა.

საუდის არაბეთმა ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი მხოლოდ 18 დღის შემდეგ აღიარა, თუმცა მკვლელობასთან კავშირი უარყო.