ეროვნულ ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანელი მწერლის, ჯალილ მამედყულიზადეს 150 წლის იუბილე აღნიშნეს.
მთაწმინდის რაიონში მდებარე სახლს კი, სადაც ის ცხოვრობდა, სახლ-მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მთაწმინდის გამგებლის მოადგილე, დიასპორის წარმომადგენლობა და მწერლები როგორც აზერბაიჯანიდან, ისე საქართველოდან.