იჟევსკში, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა - შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ
რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია. კიდევ დაშავებულია სამი არასრულწლოვანი.
წინასწარი ვერსიით, შენობის ჩამონგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. ინციდენტის დროს მთლიანად დაინგრა რვა საცხოვრებელი ბინა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში კიდევ ხალხი იყოს მოყოლილი.
სამაშველო სამუშაოებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ პუჩკოვი ხელმძღვანელობს.