შემთხვევა თბილისში

თბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩის №10-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნგრევის გამო, აუცილებლეი გახდა საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. სახლში სულ 19 ოჯახი ცხოვრობს, აქედან სამი ოჯახია დაზარალებული.

მობინადრეების განცხადებით, სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დიდი ხანია, ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილზე არსებულ ვითარებას, კრწანისის რაიონის გამგებელი გაეცნო. ლევან ჯაფარიძის განცხადებით, გამგეობამ სახლში შიდა-გამაგრებითი სამუშაოები სამი-ოთხი თვის წინ ჩაატარა, თუმცა სხვა სახის რეაბილიტაცია, მათ კომპეტენციაში უკვე არ შედის.

დატოვე კომენტარი