ძველ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა

ძველ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა. სულ დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართი. ასევე, დაზიანებულია სახლის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.