ხანძარი მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე

ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული საცხოვრებელი სახლი ვეძინის ქუჩაზე. 23 ნომერში ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სხვენში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას, ცხრა სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გენო ოსიყმაშვილი მუშაობს და დეტალებს სწორედ ის მოგიყვება – რა ვითარებაა ამ წუთისთვის ვეძინის ქუჩაზე?