პირველი ივლისიდან ტექდათვალიერების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება. ავტობუსების, მიკროავტობუსების და სატვირთო ავტომობილების შემდეგ, შემოწმება სავალდებულო ხდება იურიდიული პირებისთვის. ამ დრომდე ქვეყანაში ასეთი 9334 ავტომობილი შემოწმდა და დაახლოებით 23% დახარვეზდა. სამუხრუჭე ხუნდები, მაშუქი ფარები – ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით გამოიკვეთა.
პარალელურად, იზრდება ტესტირების ცენტრების რაოდენობაც. თუ პირველი იანვრისთვის 37 ხაზი მუშაობდა, 1-ლი ივლისისთვის მათი რაოდენობა 80-ს აჭარბებს. მარიამ აფციაურის სიუჟეტი.